როგორც „ახალგაზრდა პედაგოგთა და ფსიქოლოგთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნანა ჩოფლიანმა განაცხადა, შეხვედრის მიზანია იყო, ხელი შეუწყონ საქართველოში და მის რეგიონებში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ხელისშემშლელი პრობლემების და სტერეოტიპების გამოვლენას და მათი მოგვარების გზების დასახვას.
შეხვედრის მონაწილეებმა ორი საათზე მეტი ისაუბრეს, გენდერული თანასწორობის კუთხით რეგიონში არსებულ პრობლემებზე, სტერეოტიპებზე, დასახული პრობლემების მოგვარების გზებზე.
შეხვედრაზე მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ჭარბობდნენ. მათი აზრით, პოლიტიკაში ქალების ჩართვა აუცილებელია.