დაახლოებით 19:00 საათისთვის, ფსევდო "ინფო-9"-ის ჟურნალისტი რედაქციის კუთვნილ შენობაშიც კი შემოიჭრა და პროვოკაციის გამოწვევა სცადა. ამ ჯგუფს წარმოადგენს ნატო ჩიგოგიძე, რომელიც ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის დირექტორის, ამჟამად ოლქის #1 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მეგობრის ეთერ წილოსანის შვილია. შემოჭრისას მათი მოთხოვნა იყო, "გურია ნიუსის" თანამშრომლებს გამოერთოთ კამერები და "პირად საკითხებზე" გაეცათ პასუხები _ ჩიგოგიძე მიიჩნევს, რომ "დედამისი ჟურნალისტების სახსენებელი არაა და "პირში სამმაგი ოდეკოლონი უნდა გამოივლონ, როცა მას ახსენებენ."
იგი ირონიულად შეხვდა ჩვენს მიერ პატრულის გამოძახებას _ მისი თქმით, "ჩვენს გამოძახებაზე პატრული მაშინვე მოცუნცულდებოდა". აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიციის მოსვლას ნახევარ საათზე მეტი დასჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციასა და რედაქციას შორის მანძილი ძალიან მცირეა. მათ დაგვიანებით მოსვლა "ჯგუფის ადგილზე არყოფნით" ახსნეს. აქვე უნდა ითქვას, რომ ჟურნალისტის რედაქციის შენობიდან გასვლა, ისევ მისივე ოპერატორისა და მძღოლის, ასევე, ჩვენი კოლეგების ძალისხმევით მოხერხდა პოლიციის მოსვლამდე.
პატრულის თანამშრომლებმა "გურია ნიუსის" ჟურნალისტი დაკითხვაზე დაიბარეს, ხოლო ფსევდო "ინფო-9"-ის ჯგუფი, შემდგომ, კიდევ ორი საათის განმავლობაში რედაქციის შენობის წინ აგრძელებდნენ "პატრულირებას".
ჟურნალისტი ნატო გოგელია ამ წუთებში დაკითხვაზე, პოლიციაში იმყოფება.