მინისტრის თქმით, ადამიანურად ის ძალიან წუხს მომხდარის გამო და მზად არის აიღოს ადამიანური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა
.”პატიმრების უფლებები აუცილებლად უნდა იყოს დაცული საქართველოში, ამისათვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. მე შევეცადე, ყველაფერი გამეკეთებინა იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული, შევეცადე შევსულიყავი პატიმრების მდგომარეობაში, ისევე, როგორც მათი ოჯახის წევრების მდგომარეობაში, რაზეც მეტყველებს ის რეფორმები, რაც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს სამინისტროში და მე რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან ვწუხვარ ყველა დაზარალებულის გამო და მე იმედი მაქვს, რომ ყველა დამნაშავე პირი დაისჯება სრული სიმკაცრით,” _ ნათქვამია განცხადებაში.
გადადგომის მოთხოვნით მინისტრმა უკვე მიმართა პრემიერმინისტრს.