ამასთან დაკავშირებით, ხვალ, 20 სექტემბერს, 12:00 საათზე რეგიონული მედიის ასოციაციის ოფისში კოალიცია “არჩევნის თავისუფლებისთვის“ და ედიშერ სიხარულიძე საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.
პრესკონფერენციაზე სიხარულიძე ისაუბრებს კონკრეტულ სქემაზე, თუ როგორაა ჩართული სამხედრო კომისარიატი საარჩევნო საკითხებში, რა მეთოდით ხდება ამომრჩეველზე ზეწოლა და რა თანხებით ხდება საარჩევნო შტაბის წევრთა დაფინანსება.
პრესკონფერენცია გაიმართება შემდეგ მისამართზე: რეგიონული მედიის ასოციაციის ოფისი, ვაჟა-ფშაველას 78ა, III სადარბაზო, II სართული (მეტრო “ვაჟა-ფშაველას“ ამოსასვლელთან, მწვანე კორპუსი).