(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის დირექტორის მზია ვაშალომიძის ინფორმაციით, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ საგნობრივ ოლიმპიადაში (ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში) გამარჯვებული, ამავე სკოლის მოსწავლე, მეთორმეტეკლასელი ნინი ჭელიძე გახდა. გამარჯვებული თებერვალში, თბილისში, დაჯილდოების ცერემონიაში მისაღებად არის მიწვეული. ნინო ჭელიძისთვის ეს პირველი წარმატება არ არის _ ის ერთი წლის განმავლობაში, ფლექსის პროგრამის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved