ინსტიტუტებს შორის, რომლებიც ემსახურება ხალხს კანონის აღსრულების გზით. ეს ნდობა, განვმეორდები, არის ყველაზე დიდი მიღწევა, რომელიც საქართველოში ჩატარებულა. ეს სამინისტრო აშენდა, რათა ემსახუროს ქართველ ერს. აღმოფხვრას ძალადობა, კორუფცია, დანაშაული, უკანონობა, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დიდი ნაწილი იყო.
დღეს, ჩვენ, ციხეში ჩადენილი ამაზრზენი დანაშაულის საპასუხოდ, მე ვუზრუნველყოფ, რომ საპატრულო პოლიცია იყოს გიორგი ტუღუშის, პენიტენციალური სისტემის ახალი მინისტრის სრულ განკარგულებაში და მიეხმაროს ამ სისასტიკის აღმოფხვრაშიც” _ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერით საგანგებო განცხადება გააკეთა.
ზღულაძემ შს სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებზე და როლზე ისაუბრა. ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ცნობით, სწორედ ეკა ზღულაძე ინიშნება შინაგან საქმეთა მინისტრად.