მე ვაძლევ საკუთარ თავს ამის თქმის უფლებას, რადგან მე თვითონ, 18 წლის წინ ვიყავი პოლიციის ძალადობის მსხვერპლი. ამიტომ, ძალიან კარგად მაქვს გათავისუფლებული ეს სიტყვები და ის ვითარება, რომელიც დღეს საქართველოში არის”, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერით საგანგებო განცხადებაში.
“ბოლო 9 წლის განმავლობაში, საქართველომ შეძლო თანამედროვე და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების საფუძვლის ჩაყრა. მათ შორის პოლიციის რეფორმამ და ზოგადად, სამართალდამცავი სტრუქტურების გარდაქმნამ, უზრუნველყო ორმხრივი ნდობა საქართველოს მოსახლეობასა და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის. ინსტიტუტებს შორის, რომლებიც ემსახურება ხალხს კანონის აღსრულების გზით. ეს ნდობა, განვმეორდები, არის ყველაზე დიდი მიღწევა, რომელიც საქართველოში ჩატარებულა. ეს სამინისტრო აშენდა, რათა ემსახუროს ქართველ ერს. აღმოფხვრას ძალადობა, კორუფცია, დანაშაული, უკანონობა, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დიდი ნაწილი იყო.
დღეს, ჩვენ, ციხეში ჩადენილი ამაზრზენი დანაშაულის საპასუხოდ, მე ვუზრუნველყოფ, რომ საპატრულო პოლიცია იყოს გიორგი ტუღუშის, პენიტენციალური სისტემის ახალი მინისტრის სრულ განკარგულებაში და მიეხმაროს ამ სისასტიკის აღმოფხვრაშიც”_ განაცხადა ეკა ზღულაძემ.
ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ცნობით, სწორედ ეკა ზღულაძე ინიშნება შინაგან საქმეთა მინისტრად.






























































