ბასკოს შენობაში შესვლა მოქალაქეებს მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის შემდეგ შეუძლიათ. შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ. როგორც პრესსამსახური ჟურნალიტებთან საუბარში ამბობს, პრეზიდენტის შეხვედრის კადრებს ყველა მედიასაშუალებას თავად პრესსამსახური გადაუგზავნის.
გუშინ, საღამოს პრეზიდენტი ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსაც სტუმრობდა. არც გუშინდელ შეხვედრაზე მისცეს მედიის წარმომადგენლებს გადაღების უფლება. შეხვედრა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რუსთავი 2-სა და იმედს არ გადაუღიათ. პრეზიდენტის პრესსამსახურმა თავად გაუგზავნა ტელევიზიებს კადრები.