რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გაზეთების "გურია ნიუსის" "ალიონის", "გურიის მოამბის", აგრეთვე, ტელევიზიების "მაესტროს," "მეცხრე არხის", სააგენტო "ინფო9", ტელეკომპანია "გურიას" და რადიო "იმედის" ჟურნალისტებმა. აქციაში არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მხოლოდ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ჟურნალისტებმა წარმოადგინეს ტრანსპარანტები: "მოგვეცით არჩევნების ობიექტურად გაშუქების უფლება!", "ჩვენ გვაქვს უფლება, გავაშუქოთ, თქვენ არ გაქვთ უფლება, აგვიკრძალოთ!", "ჩვენ ვითხოვთ გამჭვირვალობას!".































































