
ყრილობაზე გასამგზავრებლად მზადება ოზურგეთში დილის 7 საათზე დაიწყო და უკვე დასრულებულია. "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერების, აქტივისტების და წევრების მიკროავტობუსებში გადანაწილებაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორი კობა ბანძელაძე იყო ჩართული.
მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა: _ კომენტარის გარეშე, მიმართეთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურს, _ გვითხრა ნაციონალურად დაზეპირებული ტექსტი კობა ბანძელაძემ, რომელიც "მე მიყვარს საქართველოს" მაისურში იყო გამოწყობილი.










































































