“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდება მოსახლეობას. საქართველოს პრეზიდენტს ოზურგეთში გუშინაც ელოდებოდნენ _ მას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარესთან ლევან ვარშალომიძესთან ერთად სოფელ მერიაში ტექსტილის ქარხნის მშენებლობის დაწყება უნდა მოენახულებინა.
“გურია ნიუსისთვის” ცნობილი ხდება, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს ფოთშიც ელოდებიან, სადაც საკათედრო ტაძარს გახსნის.