“ქართული ოცნების” აქციზე დასასწრებად უამრავი ადამიანი ასობით ავტომანქანით მიემგზავრება. მათ მოსახლეობა გამამხნევებელი შეძახილებით და ტაშით აცილებს. “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს გზას სასულიერო პირები ულოცავენ.
აქ ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა რამდენიმე ჩოხატაურელი საჯარო მოხელეც დააფიქსირა, რომლებმაც გვთხოვეს, რომ მათი ოჯახების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინაობა არ დავასახელოთ.