ვიეტნამს თავს ტაიფუნი იაგი დაატყდა.
როგორც BBC იუწყება, ტაიფუნის შედეგად სულ მცირე 59 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 44 მეწყერს ემსხვერპლა. გარდა ამისა, დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის 4 წევრია. ცნობილია, რომ 51 წლის მამაკაცმა გასწრება შეძლო, ხოლო მისი ცოლი, ქალიშვილი და 2 შვილიშვილი დაიღუპნენ.
ტაიფუნის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ენერგოსისტემა, მოგლეჯილია ხეები, დაშავებულია ასობით ადამიანი.
ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ქვეყნის რეგიონებში მოსალოდნელია ახალი წყალმოვარდნები, მეწყერი და ძლიერი ქარი, რადგან ქარიშხალი ვიეტნამის დასავლეთისკენ მიემართება. დაახლოებით 500 000 ადამიანი ევაკუირებულია.