_ როცა ბახვიჰესის მშენებლობა დაიწყეს, აქ მთლიანად ჩამოანგრიეს მაღალი გორაკი და შიგ შედგეს თუ გამოაშენეს კორპუსი. ალბათ, პროექტით იყო ასე გათვალისწინებული. გუშინ, პრეზიდენტის ოზურგეთში სტუმრობისას, აქ მეწყერი ჩამოწვა _ შენობის უკან დარჩენილი მთის ნაწილი მოწყდა და კედლის ერთი მხარე წინ გამოიტანა. საშინელი სანახავია. დღეს აქ თბილისიდან ელოდებიან ხალხს. ადგილზე იმყოფება თურქული კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ჰესს აშენებს, _ გვატყობინებს ჩვენი წყარო.
საბედნიეროდ, მეწყერს მსხვერპლი არ მოჰყოლია.