უკვე რამდენიმე საათია, ბოლნისში ოჯახი და პოლიცია 9 წლის ბიჭს ეძებს.
არასრულწლოვნის მამიდა ამბობს, რომ ბოლოს ბავშვი მდინარესთან შენიშნეს.
„სახლთან ახლოს გვაქვს მდინარე. იქ ჩადის ხოლმე და თამაშობს. დილას, რომ ჩავიდა, ამოსულა და მეორე მხარეს ნახირს დევნიდა. ამის მერე ბავშვი აღარ გამოჩენილა. ადგილობრივმა ბავშვმა ნახა ბოლოს. შშმ პირია, ეპილეფსია აქვს. უკვე 6 საათია ვეძებთ…“, – ამბობს ბავშვის მამიდა.
წყარო: პრაიმტაიმი