6 თამაშიდან 6 მოგება- ოზურგეთელი კალათბურთელები C ლიგის თამაშების შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 3 – 6 ივლისს თბილისში კალათბურთში , U – 16 წლამდელთა შორის C ლიგის თამაშების მესამე ეტაპი გაიმართა.
საკალათბურთო ასპარეზობაში აქტიურადაა ჩართული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების კალათბურთის სექციის გუნდი, რომელმაც სამივე ეტაპი წარმატებით გაიარა და 6 თამაშიდან შინ 6 მოგება წამოიღო.
ოზურგეთის მეტოქე ამჯერად თბილისის დინამო იყო, რომელთანაც ორივე თამაში ოზურგეთმა მოგებით – 48 : 7 და 63 : 58 დაასრულა და შემდეგ ეტაპზე წარმატებით გადავიდა.
“C ლიგაზე მოპოვებული წარმატება ჩვენი შრომის, ვარჯიშის დაუღალავი შედეგია. აღნიშნული ჩემპიონატის უდანაკარგოდ თამაში საამაყოა ნამდვილად,” – განაცხადა მწვრთნელმა აზა მჟავანაძემ.





































































