ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მაშველები სამი დღე ეძებნდენ, გუშინ, მალთაყვაში იპოვეს.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, გარდაცვლილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში მცხოვრები, 26 წლის დავით ზარანდიაა.
როგორც ირკვევა, ის ბებიასთან და მამასთან ცხოვრობდა.
“6 თვის იყო, დედა რომ დაეღუპა, მოხუცი ბებია და მამა ჰყავს სახლში. უაღრესად პატიოსანი, თავაზიანი ბიჭი იყო. სავარაუდოდ, წყალი იყო ცივი და ბიჭს გული გაუსკდა _ ეს წერია ექსპერტიზის დასკვნაში, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრისას მერის წარმომადგენელი პატარა ფოთში მთვარისა ბართია.
ცნობისთვის, სამდღიანი ძებნის შემდეგ, გუშინ, ფოთში, მაშველებმა ზღვაში დაკარგული 26 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ მყვინთავები, ასევე, პროცესში ჩართული იყო რამდენიმე ათეული მეხანძრე- მაშველი. გამოყენებული იყო სპეციალური ტექნიკა, მცურავი საშუალებები და დრონი. უწყვეტ რეჟიმში ხორციელდებოდა სანაპირო ზოლის მონიტორინგი.
ჯემალ ღამბაშიძე