მდინარე ცხენისწყალში მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.
ცხედარი მაშველებმა ცოტა ხნის წინ ამოასვენეს. ინფორმაცია “გურია ნიუსს” ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.
შეგახსენებთ, ხონში, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბიჭს გუშინ, დღის მეორე ნახევრიდან ეძებდნენ. სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობა.