მოტივი, როგორც მამა ათანასე გვეუბნება ისაა, რომ მის ავტომანქანას სპეციფიკური სიგნალი აქვს და იგი თითქოს პატრულის სირენის ხმას წააგავს. რეალურ მიზეზად კი მამა ათანასეს “გურია ნიუსთან” საუბარში მიაჩნია ის, რომ იგი მეუფე იობის ეპარქიიდანაა. მამა ათანასე გურიაში იმიტომ ჩამოვიდა, რომ წარმოშობით აქედანაა. იგი უბანთან იმყოფებოდა და მრევლს მოუწოდებდა “მხარი იმ ძალისთვის დაეჭირა, რომელიც ქვეყნის მომავალს ძალადობაზე არ ააგებს”.
მასალის მომზადების დროს, “გურია ნიუსის” ვიდეოკამერას უცნობმა პირმა ხელი აუკრა, ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და გადაღების შეწყვეტა მოითხოვდა.

































































