უბანზე მყოფი მოქალაქეები გამოცემის ჟურნალისტებთან ამბობენ, რომ სოფლის რწმუნებულმა ხმების მიცემის სანაცვლოდ ფული დაარიგა. ხოლო თუ ვინ შეასრულებდა დავალებას ფულის სანაცვლოდ, ამას სწორედ ამ ხვრელიდან აკონტროლებდა. გამოცემის წარმომადგენელი ჯემალ მეგრელიძე ამბობს, რომ ამ ფაქტის გამჟღავნება იმის გამო მოხდა, რომ ერთ-ერთმა ამომრჩეველმა, რომელმაც ფული აიღო, კაბინაში მმართველ პარტიას მხარი აღარ დაუჭირა და სოფლის რწმუნებულმა მას ფულის უკან დაბრუნება მოსთხოვა.
ჟურნალისტების თქმით, ხვრელი კაბინიდან არ ჩანს, ზემოდან კი კაბინის სრული გაკონტროლებაა შესაძლებელი. ფაქტის დამატასტურებელი ფოტო და ვიდეოკადრების ატვირთვას “აჭარა პ.ს.”-ის ჟურნალისტები სულ მალე გვპირდებიან ვებგვერდზე: www. adjaraps.com
































































