ამ ინფორმაციის გავრცელებას უბანზე დაძაბულობის ზრდა მოჰყვა – უბანთან თავი მოიყარეს მმართველი პარტიის მომხრე პირებმა.
თუმცა, ზვიადაურის უბანზე მოსვლას არავითარი ხმაური არ მოჰყოლია. „გურია ნიუსთან“ საუბარში ზურაბ ზვიადაური ამბობს, რომ დაძაბულობა, პროცესის ჩაშლა და სიტუაციის არევა უბნებზე „ქართული ოცნების“ ინტერსში არ შედის და ამით მხოლოდ ნაციონალური მოძრაობაა დაინტერესებული.
მისივე თქმით, უბანზე დაძაბულობა მხოლოდ იმიტომ განიმუხტა, რომ მის შესახვედრად სოფლის ძალიან ბევრი მცხოვრები გამოვიდა და უბანტან მოიყარა თავი.
ამ დროისთვის ზვიადაურმა დატოვა დუისი.
რაც შეეხება ქავთარაშვილს, ჩვენთან საუბარში ამომრჩევლები ამბობენ, რომ იგი მთელი დღის განმავლობაში რეგისტრატორის მაგიდასთან იდგა და მისი ყოფნა „მათთვის დამთრგუნველი იყო“. კომისიის ცესკოდან დანიშნულმა წევრმა მას მიუთითა დაეკავებინა დამკვირვებლების და პარტიის წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი ადგილი, რასაც ქავთარაშვილი მხოლოდ მცირე ხნით დაემორჩილა, თუმცა შემდგომ, ისევ რეგისტრაციის მაგიდასთან გადაინაცვლა.