მაჟორიტარობის კანდიდატების არჩევნებში #9 საარჩევნო უბანზე დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვა “ქართული ოცნების” კანდიდატმა თეიმურაზ ჩხაიძემ. მას 531-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა “ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი გოგუაძემ 209 ხმა აიღო. “ახალი მემარჯვენეების” კანდიდატის ბადრი გვარჯალაძის სასარგებლოდ ოთხმა ამომრჩეველმა გააკეთა არჩევანი, ხოლო 18 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.