მურმან დუმბაძემ 5100 ხმა მიიღო, ხოლო გიორგი ბარამიძემ _ 2508.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში კი შედეგები 15 საარჩევნო უბნის მონაცემების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა.
“ქართული ოცნება” _ 5349, “ნაციონალური მოძრაობა” _ 2420. ქალაქის ყოფილ მერს, რობერ ჩხაიძეს 2447 ამომრჩეველმა მისცა ხმა, აკაკი ძნელაძეს კი 5083 ამომრჩეველმა.
15 საარჩევნო უბნიდან “ნაციონალურ მოძრაობამ” მხოლოდ ერთ უბანზე მოიგო, სადაც სპეციალურ სიაში 90 სამხედრო პირი იყო.
15 საარჩევნო უბანზე საერთო ჯამში 8369 ამომრჩეველია გამოცხადებული. საოლქო კომისიაში 93 უბანის მონაცემებს ელოდებიან.