საოლქო საარჩევნო კომისიებმა უკვე დაასრულეს ოქმების მიღება და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაგზავნა.
ყველაზე დიდი პროცენტი “ქართულმა ოცნებამ” და მისმა კანდიდატმა ოზურგეთში მიიღეს. მეორე ადგილზეა ლანჩხუთი, ხოლო მესამეზე ჩოხატაური.
“ნაციონალურ მოძრაობაში” კომენტარების გაკეთებისგან თავს იკავებენ. ერთადერთი, რომელმაც დამარცხება არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე საათში ოფიციალურად აღიარა, “ნაციონალების” ლანჩხუთის კანდიდატი გია გოგუაძე იყო, რომლის თქმით, ხალხის არჩევანს პატივს სცემს და კონკურენტს გულრწფელად ულოცავს.
აღსანიშნავია, რომ გურიაში არჩევნებს ექსესების გარეშე არ ჩაუვლია. “გურია ნიუსმა” როგორც არჩევნების დღეს, ისე წინა პერიოდში, არაერთი დარღვევის ფაქტი დააფიქსირა.