აღნიშნულის შესახებ შსს-ს ჯერ განცხადება არ გაუვრცელებია. სამინისტროს პრესამსახურის ხელმძღვანელი კი ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ერეკლე კოდუა კრიმინალური პოლიციის შეფად ცოტა ხნის წინ დაინიშნა. მანამდე ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელი იყო. მისი ჩამოქვეითების მიზეზად ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირება დასახელდა. როგორც მედია წერდა, დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ერეკლე კოდუას ცოლის ძმის, მიშა ჟორჟოლიანის დაკავება გახდა.
ამბობდნენ იმასაც, რომ ხელისუფლებას კოდუას ჩამოშორება დიდი ხნის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი, რადგან იგი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, საშიშ კომპტრომატებს ფლობდა.
კოდიას აღზევების ხანა მაშინ დაიწყო, როცა ეს უკანასკნელი ლონდონში, ბადრი პატარკაციშვილს შეხვდა და მისი საუბარი ჩაიწერა. სასამართლოზე, მოწმის სახით დაკითხვისას კოდუამ აღნიშნა, რომ ჩამწერი ლონდონში საკუთარი ინიციატი¬ვით წაიღო. ეს ფარული ჩანაწერი აუდიოჩანაწერი ნივ¬თმტკიცებად იქნა ცნობილი და გახდა ბრალდების საფუძველი ვალერი გელბახიანის და ბარდი პატარკაციშვილის მიმართ, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულების მომზადებას ედავებოდნენ.
ამის გამო, 2009 წელს, მაშინდელი სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი კოდუას პასუხისმგებლობის საკითხს აყენებდა.
სახალხო დამცველის ინფორმაციით “საქმის მასალების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კოდუას მიერ ინგლისში გახორციელებული ფარული აუდიოჩანაწერი სრული კანონდარ-ღვევით იყოს მოპოვებული და მას არ შეიძლებოდა მინიჭებოდა იურიდიული ძალა, ვინაიდან ფარულად ჩაწერის ინიციატივა არ მოდიო¬და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტიდან. იგი მოხდა კოდუას პირადი ინიციატივით და არც შემდეგში დაკანონებულა სასა¬მართლოს მიერ”, _ აცხადებდა სოზარ სუბარი.
ამის გარდა კოდუას სინდისზე კიდევ რამდენიმე საქმეა, რომელთა გამოძიების თაობაზე სახალხო დამცველს არაერთი განცხადება აქვს დაწერილი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო საქმე, რომელშიც კოდუას სახელმა გაიჟღერა, “ქართუ ბანკის” გაკოტრების მცდელობას უკავშირდება _ ერეკლე კოდუას დედამ ლაურა ღაჭავამ, რომელიც ბანკის მსხვილი კრედიტორი იყო, თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და ბანკს 23 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა.
თუმცა, გაკოტრებულმა ღაჭავამ მოგვიანებით ბიზნესსაქმიანობა განაახლა, ოღონდ სხვა კომპანიის სახელით.

































































