„მ/წლის 3 ოქტომბერს საჩხერის რაიონის სოფელ „გორისას“ მკვიდრები: ძმები ამირან და ზურაბ შეყლაშვილები შეშის გამოსატანად წავიდნენ „გორიჯვრის“ ტყეში და აღარ დაბრუნებულან.
დღეს, 4 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ძმები შეყლაშვილები იმყოფებიან ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში.
ამირანი და ზურაბი, როგორც ჩანს ე.წ. „საზღვრის“ უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არიან დაკავებულები.
ვინაიდან ზემოაღნიშნული პიროვნებები არიან საჩხერლები, ხელისუფლება არავითარ ზომას არ იღებს, რათა აწარმოოს მოლაპარაკება ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან და ხელი შეუწყოს უკანონო თავისუფლებააღკვეთილი ჩვენი მოქალაქეების განთავისუფლებას.
მივმართავთ ქვეყნის პირველ პირს, მიიღოს ყველა ზომა, რათა დაუყოვნებლივ იქნენ გათავისუფლებულნი უკანონო თავისუფლებააღკვეთილნი: ამირან და ზურაბ შეყლაშვილები.
კოალიცია „ქართული ოცნების“
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი



































































