როგორც ინტერნეტგამოცემა haber.stargazete.com იტყობინება, დაკავება ქალაქის ერთ-ერთ პარკში მოხდა, სადაც საქართველოს მოქალაქე ოცი ლირის საფასურად სექსუალურ მომსახურეობას 75 წლის მოხუცს სთავაზობდა. გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქე თურქეთში მოქალაქეობის მიღებასაც აპირებდა და შესაბამის უწყებებში განაცხადი უკვე გაკეთებული ჰქონდა. ამ დროისათვის დაკავებული ქალბატონი გაუსვლელობის ხელწერილით გათავისუფლებულია, საქმეს პოლიცია იძიებს და გამორიცხულია არ არის იგი ქვეყნიდან გააძევონ.
გამოცემა haber01.com კი სამსუნის ეთიკის პოლიციის სამმართველოს წარმომადგენელთა მიერ რამდენიმე გასართობ დაწესებულებაში იმავე დღეს პროსტიტუციის გამო დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქის შესახებ იტყობინება და აღნიშნავს, რომ ქართველებთან ერთად პროსტიტუციის ფაქტზე სომხეთის მოქალაქეებიც დააკავეს და იძულებითი სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ქვეყნიდან გააძევეს.
































































