შპს “KG Energy”-ის (“ბახვი- 3 ჰესის” მშენებლობის დამკვეთი ორგანიზაცია) დირექტორი ვახტანგ ღონღაძე, ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, მშენებლობა კვლავ თავიდან დაიწყონ და ზარალი 2 000 000 დოლარზე მეტია.
„გურია ნიუსი“ არასამთავრობო ორგანზიაციის „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსს ქეთი გუჯარაიძეს დაუკავშირდა
_ უშუალოდ ბახვის ჰესის პროექტს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ არაერთი სხვა ჰესის პროექტირებას. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, კომპანიებს ხშირად არასრულყოფილად ან საერთოდ არ აქვთ ჩატარებული გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები. ასეთ შემთხვევებში, გარემოს დაცვის სამინისტრო, როგორც წესი, მაინც გასცემს ნებართვებს, თუმცა იმ პირობით, რომ ეს კვლევები ჩატარდება მშენებლობის დაწყებამდე. კომპანიები ხშირად ჩქარობენ მშენებლობის დაწყებას (ამის მიზეზი მათ აქვთ – მშენებლობის დაწყებისა და დასრულების ვადები დადგენილია მთავრობასთან დადებული ხელშეკრულებებით), რაც ბუნებრივია აისახება მშენებლობის ხარისხზე. სავარაუდოა, როომ ბახვი ჰესის შემთხვევაშიც ასეთ ვითარებას ჰქონდეს ადგილი, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ქეთი გუჯარაიძემ.