ეს ინფორმაცია ერეკლე კოდუას დედასთან, ლაურა ღაჭავასთან გადავამოწმეთ. აღმოჩნდა, რომ ლაურა ღაჭავა ამ წუთებში თურქეთში იმყოფება და მისი შვილის საქართველოდან წასვლის შესახებ არაფერი იცის.
გვითხრა რომ მისი შვილის სახლში დარეკავდა და თავის რძალთან, ნანუკა ჟორჟოლიანთან გაარკვევდა ამ ინფორმაციის სიზუსტეს.
რამდენიმე წუთში, “გურია ნიუსი” კვლავ დაუკავშირდა ლაურა ღაჭავას, რომელმაც განაცხადა: “ახლა ველაპარაკე. რამდენიმე დღით არის წასული… არსად არ წასულა. ასე რომ, არავის არ ეგონოს გაიქცა და წასულია. შაბათს იქნება თბილისში!“
ჩვენ კითხვაზე, _ ვის ესაუბრა ამის შესახებ, ღაჭავამ განაცხადა: „სახლში, ნანუკას ველაპარაკე. ვის დაველაპარაკებოდი? ბინის ტელეფონი მქონდა და მერე ნანუკას გამოვართვი ნომერი და… არსად არ… არც ვიცოდი. არასად არ წასულაო. რაღაც შეუძლოდ არის. ღვიძლი აწუხებს დიდი ხანია, 20 წელია. 2-3 დღით არის წასული და შაბათს აქ იქნება”, _ განუცხადა მან „გურია ნიუსს“.