_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილმა სხდომაზე თქვა, რომ თურმე, მე და რამდენიმე დეპუტატი ჩუმ-ჩუმად ვხვდებით ოპოზიციის წარმომადგენლებს და ვაპირებთ ცალ-ცალკე ფრაქციების შექმნას. მე ვუპასუხე, რომ სადაც დგას ჩემი ხალხი, თავს ვალდებულად ვთვლი, მათთან ერთად ვიყო. მე არ მაქვს მორალური უფლება, ვიდგე ქართველი ხალხის ზურგს უკან,-მეთქი. ალეკო მამეშვილს ვუთხარი ისიც, თუ ასეთი კარგები ვიყავით, რატომ არ მოგვცა ხმა ქართველმა ხალხმა,-მეთქი ამაზე ალეკომ მიპასუხა, დიდი მადლობაო და ერთმანეთს დავემშვიდობეთ, _ გვითხრა დავით მდინარაძემ.