დღეს, დილიდან სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყანა საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფავორიტმა და საყვარელმა მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ დატოვა.
მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს თურქული მედია, რომლის ცნობითაც, პოლიტიკური ვნებათაღელვით სავსე საქართველოს გარიდებული მომღერალი ხმელთაშუა ზღვის კურორტ კუშადასში იმყოფება.
თურქული მედიის ცნობით, სოფო ნიჟარაძე ქალაქ კუშადასში სამდღიან ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას და ქალაქის ქუჩებში ჯაზ-ჯგუფთან ერთად კონცერტებს გამართავს.