თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი ჩაიშალა.
როგორც სკოლის პედაგოგები „მოამბესთან“ საუბარში აცხადებენ, სწავლის პროცესის ჩაშლის მიზეზი პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმია.
პედაგოგების განცხადებით, გუშინ, განათლების მინისტრისგან პირდაპირ ეთერში შეიტყვეს, რომ პირველი ექსპერიმენტული სკოლა 162-ე სკოლის შენობაში გადმოდის.
პედაგოგები ეჭვობენ, რომ მოხდება კადრების ოპტიმიზაცია.
როგორც პედაგოგები ამბობენ, მათ სკოლის დირექტორმა უთხრა, რომ ხელი მოწერილი აქვს მემორანდუმზე, თუმცა მათივე ინფორმაციით, დირექტორმა დოკუმენტის შინაარსის შესახებ არაფერი იცოდა.
162-ე სკოლაში განათლების სამინისტროს წარმომადგენლები სკოლის პედაგოგებთან შეხვედრას მართავენ.
1tv.ge