რა ცვლილებებს გეგმავს ქვეყნის ეკონომიკაში მინისტრობის კანდიდატი, “გურია ნიუსი” ამასთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილს ესაუბრა.
_ ბატონო გიორგი, რა ცვლილებების განხორციელებას გეგმავთ ეკონომიკის სამინისტროში?
_ შემიძლია გითხრათ, რომ მართვის პროცესი იქნება გამჭირვალე და სამინისტრო იქნება ხელმისაწვდომი ბიზნესის ყველა სუბიექტისთვის. არა მხოლოდ მსხვილი ბიზნესისთვის, არამედ ქვედა ფენის წარმომადგენლებისთვისაც. ასევე, ეფექტურად მოხდება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემუშავება და მისი აღსრულება. ამის მექანიზმების შექმნა.
რა თქმა უნდა, ბევრი რამე დამოკიდებული იქნება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის რეალურ მიღწევაზე, რაც ვფიქრობ, ნამდვილად მოხდება. მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკური გუნდის ეფექტური კომუნიკაცია, რაც წარმოდგენილი კაბინეტის პირობებში, ძალიან ადვილი მისაღწევია.
_ მედია საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოში შეიძლება სათამაშო ბიზნესი დაიხუროს.
_ ამ კითხვას კომენტარის გარეშე დავტოვებ…