და ასე გააგრძელებს. “სოლიდარობით ჩვენ ბევრ რამეს შევძლებთ. ცოტა ხნის წინ ბათუმის სამშობიარო სახლთან გავმართეთ აქცია, შემდეგ იყო ჩოლოქში მუშათა აქცია. ჩვენ გვინდა, რომ დასაქმებულებს ჰქონდეთ შესაბამისი შრომითი გარემო, ანაზღაურება და ა.შ. რომ შექმნან კარგი პროდუქტი,” – ამბობს მექვაბიშვილი.
აჭარის პროფკავშირები ორ დღეში სხდომას გამართავს, რომელზეც პროფკავშირების ახალ ხელმძღვანელს აირჩევს. მოქმედი ხელმძღვანელი წილისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. სავარაუდოდ, პროფკავშირებს ილია ვერძაძე უხელმძღვანელებს.