_ მე გავეცანი “არჩევნის თავისუფლებისთვის” განცხადებას, რომელიც მნიშვნელოვანი განცხადებაა. ეს ის ვითარებაა, როცა ჩვენი სამთავრობო გუნდის და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის და არასამთავრობო სექტორის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ გვიწერია პროგრამაში და დღესაც ბატონმა, ბიძინა ივანიშვილმა იმას, რომ თვითმართველობის რეფორმა საქართველოში აუცილებლად არის გასატარებელი, მკაფიო უფლებამოსილებები უნდა ჰქონდეს თვითმმართველობას, მეტი ფული და მეტი ქონება უნდა ჰქონდეს იმისათვის, რომ შეძლოს თავისი საქმიანობის გახორციელება. ეს ყველაფერი არის საერთო. აქედან გამომდინარე, თავიდან ბოლომდე თანახმა ვარ, აიწყოს სამუშაოები თვითმართველობასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვაპირებთ ჩაკეტილ კარებში მუშაობას და ამაში ჩაერთვებიან საზოგადოების სექტორი, რადგან 2014 წლის საკრებულოს თვითმართველობის არჩევნებს შევხვდეთ მომზადებული.