ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ მარიკა მეგრელიშვილს ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. მისი წარმატებების შესახებ არაერთხელ დაიწერა “გურია ნიუსის” ვებგვერდსა თუ გაზეთში.
ამჯერად მარიკამ ეროვნულ გამოცდებზე ქიმიაში მიღებული მაღალი შეფასებით ასახელა სკოლა, ოჯახი _ მან მაქსიმალური 63 ქულიდან 60 ქულა აიღო და მიღებული ქულით ერთ-ერთი მაღალქულიანია არამარტო მუნიციპალიტეტისა და რეგიონის მიხედვით, არამედ, რესპუბლის მასშტაბითაც.
ვულოცავთ ჭკვიან, მიზანდასახულ მარიკას და მომავალში დიდ გამარჯვებებს ვუსურვებთ.