მათ შორის, გუბერნატორმაც და ვიცეგუბერნატორმაც, რომლებიც წინასაარჩევნოდ შვებულებაში იყვნენ გასულები და რამაზ ნიკოლაიშვილს საარჩევნო კამპანიის სამსახურში ხარჯავდნენ თავიანთ გამოცდილებას და ენერგიას.
გურიის გუბერნატორის, ვალერი ჩიტაიშვილის პრემიამ 2 950 ლარი შეადგინა, ვიცეგუბერნატორის, ლელა თავართქილაძის პრემია 2 250 ლარია, გუბერნატორის მოადგილის, თამაზ მახარაძის კი _ 2 360.
აღსანიშნავია, ერთ-ერთი ჩინოვნიკი, რომელიც გუბერნიაში რეგიონულ სამსახურს ხელმძღვანელობს, გოგა გეგეჭკორი პრემირებულების სიაში ვერ მოხვდა, თუმცა, მიზეზი თავადაც არ იცის.
_ პრემია არ ამიღია. რატომ არ მომცეს, ეს ალბათ გუბერნატორს უნდა ჰკითხოთ. მთელი წლის მანძილზე სამჯერ დარიგდა პრემია და მე ერთხელაც არ მიმიღია. ცუდი შეგრძნებაა, როცა მხოლოდ შენ გტოვებენ, _ აცხადებს გოგა გეგეჭკორი.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გუბერნატორს განუცხადებია, პრემიები იმათთვის დარიგდა, ვინც ამ საარჩევნოდ შაბათ-კვირას სამსახურში დადიოდაო: _ აღსანიშნავია, რომ პრემირებული ჩინოვნიკების უმეტესობა შაბათ-კვირას კი არა, საერთოდ შვებულებაში იყვნენ გასულები და სამართლიანია, როცა შვებულებიდან დაბრუნებულებს რამდენიმე დღეში აძლევ პრემიებს? – კითხულობს ჩვენი წყარო.
“გურია ნიუსმა” ამ ფაქტთან დაკავშირებით სცადა კომენტარი გურიის გუბერნატორისგან ვალერი ჩიტაიშვილისგან მიეღო, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
“გურია ნიუსის” ზარებს არც ვიცეგუბერნატორმა ლელა თავართქილაძემ უპასუხა.
გუბერნატორის მოადგილე თამაზი მახარაძე კი აღნიშნავს, რომ ის საქმის კურსში არ არის და ამასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას რა ფლობს.
_ ბატონო თამაზ, როდესაც გურიის გუბერნატორი გუბერნიაში დასაქმებული 22 ჩინოვნიკიდან 21 ჩინოვნიკს ურიგებს პრემიას და ტოვებს მხოლოდ ერთს, რას უნდა უკავშირდებოდეს ფაქტი?
_ ვერ გეტყვით, არ ვარ საქმის კურსში. რატომ უნდა ტოვებდეს, ამასაც ვერ გეტყვით. თუ რაიმე ისეთი ოფიციალური გაინტერესებთ, ოფიციალურად მოგვწერეთ და ოფიციალურად გიპასუხებთ.