ქობულეთის სამედიცინო დაწესებულების განცხადება:
“30 ოქტომბერს, ქობულეთის სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით კლინიკაში დასაქმებული 316 თანამშრომლიდან 34 თანამშრომელს (მათ შორის მედპერსონალი 23, დანარჩენი ტექნიკური სამსახური და ადმინისტრაცია), რომელსაც 1 ნოემბრამდე ქონდა კონტრაქტი, აღარ გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულება. მოხდა აღნიშნული კადრების სარეზერვო რეჟიმში გადაყვანა კლინიკისთვის, რომლის გახსნაც იანვარშია დაგეგმილი, სადაც ვაკანტურ თანამდებობებზე პირველ რიგში სწორედ ამ სარეზერვო კადრებს განიხილავენ.
განხორციელდა კლინიკის მენეჯერების შიდა როტაცია. ჩაქვის მენეჯერი, ეკა გორაძე გადავიდა ქობულეთის კლინიკაში. ქობულეთის მენეჯერი, ნანა ვერულიძე გადავიდა ჩაქვში. ასეთი როტაციები კომპანიაში მიღებული პრაქტიკაა. ქ-ნ ნანას საბოლოო გადაწყვეტილება თანხმობის შესახებ ჩაქვის კლინიკის მენეჯერის პოზიციაზე ჯერ არ განუცხადებია.
კლინიკაში დაინერგა კომბინირებული ანაზღაურების სისტემა, რომელიც შედგება ფიქსირებული, პაციენტიდან გამომუშავების და საათობრივი გამომუშავების კომპონენტისაგან. ამ სქემით პერსონალი მიიღებს ანაზღაურებას მათი მუშაობის და დატვირთვის შესაბამისად. ასეთი ანაზღაურების სქემა იყო თავად პერსონალის მოთხოვნა. ამას გარდა, პერსონალს შეუძლია იმუშაოს ჩვენს სხვა კლინიკაშიც, არა მხოლოდ აჭარაში, მათი კვალიფიკაციიდან გამომდინარე. ჩვენ გვაქვს ამის წარმატებული ბევრი მაგალითი,” _ ნათქვამია განცხადებაში.