საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, კვირას, სამების საკათედრო ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ერთ-ერთმა ადამიანმა საპატრიარქოს 100 000 ძირი კვიპაროსის ხე შესწირა, რომელთაგან ნაწილს მონასტრებში დარგავენ, დანარჩენს კი მოსახლეობის იმ ნაწილს დაურიგებენ, რომლებსაც კვიპაროსის დარგვის და მოვლის სურვილი ექნება.
_ ხეების ერთი ნაწილი, დაახლოებით 15 000 ძირი, სამშაბათს დარიგდა. როგორც დედა თეკლემ განაცხადა: “მცენარე დაახლოებით ნახევარ მეტრამდეა და წაღების მსურველებს ვთხოვთ, თან იქონიონ რაიმე ჭურჭელი ან პარკი წასაღებად.
უწმინდესმა ბრძანა, რომ სასურველია წინასწარ იყოს ამ ხეებისთვის ნიადაგი მომზადებული, რადგან გრუნტიდან ახალი ამოღებულია და უმჯობესი იქნება, თუ სასწრაფოდ გადაირგვება, _ აღნიშნა დედა თეკლემ “გურია ნიუსთან”.