გურული ჩინოსნები თბილისში უკვე გაემგზავრნენ. არც ერთი მათგანი არ აკეთებს ოფიციალურ კომენტარს, თუ რისთვის არიან დაბარებული პარტიის ოფისში და კონკრეტულად ვისთან გაიმართება შეხვედრა. არაოფიციალური ინფორმაციით კი მათ დღეს საქართველოს პრეზიდენტიც შეხვდება და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.
როგორც “გურია ნიუსს” სანდო წყარომ აცნობა, გამგებლებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და გუბერნატორებს მიეცემათ მითითება, თუ როგორ უნდა იმუშაონ. ამასთან ერთად დარიგდება ინსტრუქცია, რა უნდა გააკეთონ ამ ადამიანებმა თანამდებობების შესანარჩუნებლად.