_ ის, რომ 15 წუთით დაგვიანებით დაუშვეს საშვი და ალოდინეს, ეს ერთის მხრივ შეიძლება განხილული იყოს ისე, რომ აქ ადგილი აქვს დაბნეულობას, თვითონ პროკურორები არიან არაორგანიზებულები და მეორე მხრივ, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ისეთივე პრივიტივიზმი, რომლითაც აღბეჭდილია ამ ხელისუფლების თავიდათავი ბიძინა ივანიშვილი, _ განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ მთავარ პროკურატურაში მისულ ბაჩო ახალაიას მეგობრებიდან თეა თუთბერიძე, ეკა ხერხეულიძე და ნუგზარ წიკლაური ახლავს.
ისინი აცხადებენ, რომ ახალაიას მეგობრები არიან და დადებითად აფასებენ მის გადაწყვეტილებას, რომ ყველა კითხვას, რაც საზოგადოებას აინტერესებს, პასუხი გასცეს.
ბაჩო ახალაია მთავარ პროკურატურაში ადვოკატის გარეშე მივიდა. მან განაცხადა, რომ დაიბარეს, მაგრამ არ იცის რასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ დღეს, მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა განცხადება გააკეთა ბაჩანა ახალაიას მოწმის სტატუსით დაკითხვასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ახალაია, პროკურატურაში, დღეს, 20:30 წუთზე იყო დაბარებული.