გურული ანეკდოტები
_ ბიჯო, პრეზიდენტზე რომ ანეგდოტებს ლაპარაკობ, არ გეშინია?
_ მე შენი მეშინია, ძამა, თუ არა პრეზიდენტი რაფერ გეიგებს, რას ვლაპარაკობ?!
გურულს სვანი ესტუმრა და ახარებს, სანამ შენთან მოვედი, ტაქსისტი მოვატყუეო.
_ როგორ, კაცო?
_ ფული მივეცი და მერე სხვას ჩავუჯექი.
_ ძვირფასო ანგელინა, _ მიმართავს ილიკო ქალს, _ ახლა მაინც დამეთანხმეთ უსაფრთხო სექსზე.
_ რა, ფირმა პრეზერვატივები იშოვე?
_ არა… ცოლი და ბაღნები გოვუშვი სოფელში.
_ ეეჰ, ძამა, აღარაფერი აღარ მუშაობს, არც წარმოებები, არც ფაბრიკები, არც ქარხნები… მარტო კუჭი მუშაობს და მაგის გაჩერებას აღარ დაადგა საშველი!
_ ცუცა, ლატარიაში ფული მოვიგე. მიდი ახლა, სასწრაფოდ მოაგროვე ტანსაცმელი!
_ რომელი, გენაცვალე _ ზაფხულის თუ ზამთრის?
_ ზაფხულის და ზამთრის არა! დამიწყო ახლა ამან! მოაგროვე ყველაფერი და დაახვიე აქედან!!!
_ ამ გაჩერებაზე ჩადიხარ, ძამა?!
_ არა!
_ აბა, მე ჩავდივარ და თუ ძამიე ხარ, ამეიღე ჩემი ჯიბიდან ხელი!
_ სად მიხვალ, ძამა?!
_ მეც არ ვიცი!
_ წამოგყვე თუ?!
_ მე და ფილოსოფოსი თალესი ვამტკიცებთ, რომ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის აფერი განსხვავება არაა!
_ აბდალი ხარ შენ! თუ მასეა, აბა რეიზა არ იკლავ თავს?!
_ იმიზა, რომე აფერი განსხვავება არაა!
_ 100 ლარი მასესხე.
_ აუჰ, ძამა, ერთი კაპიკი არ მაქ ჯიბეზე!
_ სახლში?
_ სახლში არა გვიშავს, თქვენ რაფერ ხართ ოჯახში?!
_ შენთან, ძამა, ყველი ვიყიდე გუშინ და ასე მითხარი, მაგი ყველი შვეიცარიულიაო!
_ კი გითხარი, მერე რა?!
_ აფერი, ამბვის საკითხავად გამევიარე _ მაინტერესებდა იგი ყველი შვეიცარიიდან იმპორტირებული იყო თუ დეპორტირებული, რომ დაგვწამლა მთელი ოჯახი?!
_ რაფერ დამშვენებულხარ, მარგალიტა დასაღუპავო?!
_ გავთხოვდი, აქვსენტი, და ხომ იცი…
_ რაცხა სხვაი ამბავი უნდა იყოს აქანე, თვარა მაგი აქამდეც არ გაკლდა შენ…