https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

65 წელი ქართული ქორეოგრაფიის სამსახურში: „ვაჟა ახვლედიანი ოზურგეთელი ცოცხალი ლეგენდაა”

15:30; 7.09.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქართული ხალხური ქორეოგრაფიის   მრავალრიცხოვანი შედევრებით და ამ შედევრების შემსრულებელთა მაღალი ოსტატობით , საქართველო  ნამდვილად დაიკვეხნის. და ამ ფონზე, მაინც გამორჩეულია, შეუდარებელი, სცენაზე ცეცხლისმფრქვეველი, ადამიანური თავმდაბლობის და  სახელოვნებო  განსხვავებული  ხელწერის იმიჯის  მქონე, ოზურგეთელი ქორეოგრაფი, ვაჟა ახვლედიანი!

მას ახლახან სასცენო ქორეოგრაფიული მოღვაწეობის 65 წელი შეუსრულდა! 80 წელს უახლოვდება და ძველებური შემართებით, დღემდე მუშაობს და ღიად აცხადებს, ვინმემ რომ მითხრას, თუნდაც ერთი დღით   შეწყვიტე ცეკვასა და ზოგადად, ქორეოგრაფიაზე ფიქრი და საუბარი, იმ წუთს სული ამომხდებაო.

ამ სიტყვების მიღმა როგორი ხელოვანი და ადამიანი დგას, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. არც იმის გაგებაა ძნელი, რომ ვაჟა ახვლედიანის ბიოგრაფიის და დამსახურების მქონე ცოცხალი ლეგენდის შესახებ,  ერთი წიგნიც ვერ დაიტევს, არათუ საგაზეთო სტატია.

ამიტომ, როცა მას ვესტუმრეთ, ბიოგრაფიულ შტრიხებზე უფრო, რაც გურიაში (და არა მარტო გურიაში) ზეპირად იციან, ვკითხეთ, ყველაზე საინტერესო, ასევე, ცოტა კურიოზული და დასამახსოვრებელი რომელი  ეპიზოდები იყო მის მდიდარ ქორეოგრაფიულ ცხოვრებაში.

გურული ცეკვების სამება: „კალმახობა“, „საფუნდრუკო“ და „გურული ფერხული ფარცა-კუკუთ“, მისი  მოღვაწეობის ამოსავალი წერტილია. სწორედ ამ ცეკვების ირგვლივ იხსენებს ის ერთ სახასიათო, გურული კაცის ბუნების და ხელოვნებისადმი დამოკიდებულების ამბავს:

_ მოგეხსენებათ, ლეგენდარული გიორგი სალუქვაძე ჩემი მასწავლებელიც იყო და მშობელზე მეტიც. როგრც ხელოვნებაში, ისე მაღალი ზნეობის,  ადამიანური თვისებების ჩამოყალიბებაში.   1961 წელია და თბილისში, ოზურგეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი გამოდის რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე. უნდა შეგვესრულებინა ცეკვა „საფუნდრუკო“. ფინალში არის სამჯერ დამბაჩის გასროლის ხმა, ცეკვის ეპიზოდში. გიორგი სალუქვაძე თავად ისროდა ამ დროს დამბაჩას. ახლა რომ გაისროლო, დაგიჭერენ(იცინის). იქ უთხრეს, კაცო, ცეცხლი არ წაგვიკიდო, რაღაც სხვა მოვიფიქროთო. კულისებში დაუდგეს შემაღლებული „გრდემლი“, დაუდეს ზედ სამი ცალი ეზალა, „ფისტონს “  რომ ვეძახით, მისცეს პატარა ურო და „ბახ“,  -ისმის ცეკვის ეპიზოდში , საჭირო დროს.  დაარტყამდა,  ისმოდა გასროლის ხმა. ამასობაში ერთი ცალი ეზალა კი გადავარდნილა დაბლა.  გიორგი სალუქვაძემ გაიძრო და ისროლა დამბაჩა! დადგა კვამლი, ტაშით დაინგრა დარბაზი!  ასეთი კაცი იყო, მრავალმხრივი, საოცარი, ღმერთისგან     საგანგებოს მოვლენილი, რომ იტყვიან, _ ამბობს ბატონი ვაჟა და შემდეგ თანმიმდევრულად იხსენებს, რა გზა გაიარა როგორც სოლისტის, პარალელურად  კი  ქორეოგრაფი მასწავლებლის პოზიციაზე, ოზურგეთში, აჭარაში…

1944 წელს დაიბადა, სოფელ დვაბზუში და  მისივე ხუმრობით თქმულის მიხედვით, შორეული წინაპრისგან, რომელიც აქ 150 წლის წინ ჩასახლებულა რაჭიდან, პიროვნული სიდინჯე ებოძა გენეტიკურად. გურული ცეცხლი კი    ცეკვების შესრულებისას, ჩაუქრობლად აჩუქა ბუნებამ. 12 წლის ასკში დაიწყო ცეკვა, ოზურგეთის მესამე სკოლაში, ვახტანგ მეგრელაძის ხელმძღვანელობით. პედაგოგები აღფრთოვანებული შესცქეროდნენ პატარა ბიჭს, რომელიც დაუჯერებლად მოკლე დროში ითვისებდა ნებისმიერ ილეთს. მალე კი ლეგენდარულმა ხელოვანმა,   გიორგი სალუქვაძემ შეამჩნია და 15 წლის უკვე სარაიონო კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტი გახდა. მალე წამყვან პოზიციაზე აღმოჩნდა მოცეკვავეთა შორის. იშვიათი გარეგნული მონაცემების და თავმდაბლობით გამორჩეული ბიჭი სწრაფად მიიწევდა წინ.

1965 წლიდან მოყოლებული, ვაჟა ახვლედიანის სახელი და სახელოვნებო ოსტატობა საკავშირო,  საერთაშორისო კონცერტებსა და ფესტივალებზე   მუდმივად კაშკაშებდა.  ესპანეთი, ჰოლანდია, ბულგარეთი, რუმინეთი და არაერთი სხვა ქვეყანა, აღფრთოვანებული უკრავდა ტაშს მის საშემსრულებლო მანერას.  დიპლომებს, მედლებს თუ სიგელებს კი თვლა არ ჰქონდა.  იმთავითვე ცხადი გახდა, რომ ვაჟა ახვლედიანი მხოლოდ ვირტუოზული მოცეკვავე კი არ იყო, არამედ მასში დიდ მაესტროც სუნთქავდა, რომელსაც  პედაგოგის, ოსტატის მისია უნდა ეტვირთა  შეგირდების წინაშე. ასეც მოხდა.

ქობულეთში, სულეიმან კაკალაძის ხელმძღვანელობით გაიარა მოსამზადებელი კურსი, მერე იქვე,   რკინიგზის კლუბში ახალგაზრდული ანსამბლი ჩამოაყალიბა. გაიარა სამხედრო სამსახური გერმანიაში და იქაც ცეკვავდა 24-ე საავიაციო არმიაში. სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ  კი უმაღლესი სახელოვნებო განათლება ლენინგრადში მიიღო. ბრუნდება მშობლიურ ოზურგეთში და აქედან მოყოლებული, ოზურგეთის რაიონული კულტურის სახლში კვლავ აგრძელებს ქორეოგრაფის და მოქმედი სოლისტის პოზიციაზე მუშაობას.  მას განცვიფრებაში მოჰყავდა ადამიანები, თუ როგორ უთავსებდა ერთმანეთს,  ორ უსაზღვროდ შრომატევად საქმეს. ცეკვავდა რაიონის ანსამბლში და პარალელურად სოფლებში განუწყვეტლივ მოძრაობდა, რომ მომავალი თაობებისთვის მაღალი საოსტატო ხელოვნებით ესწავლებინა  ქართული (გურული) ცეკვები.

„ვაჟა ახვლედიანი ოზურგეთელი ცოცხალი ლეგენდაა, უალტერნატივო. მის თავმდაბლობასაც არ აქვს საზღვრები. ის მშობლიურ გურიაში დარჩა, ფეხი არ მოიცვალა  აქედან და ქართული ქორეოგრაფიის  საძირკველს საშვილთაშვილო სიმტკიცე შესძინა“, _ ასე საუბრობენ დღეს გურიაში, ადგილობრივი თუ აქ ჩამოსული ხელოვანები.

ქორეოგრაფის პოზიციაზე, 1969 წლიდან,  ათეულობით წელი იმუშავა ოზურგეთის სკოლებში: ლაითურში, ბაილეთში, მერიაში, ქალაქის მესამე სკოლაში. როგორც თავად ამბობს, რაც მარტო ფეხით გაუვლია,  დედამიწას  ის მანძილი ეკვატორად ასგზის შემოევლებოდა.

მისი სახელოვნებო მოღვაწეობის მიზანი მუდამ იყო გურული  ცეკვების აღდგენის, მისი კიდევ უფრო დახვეწის , გამდიდრების დაუოკებელი სურვილი და ასე  შესწავლა მომავალი თაობებისთვის.

ხელოვანს გული წყდება, რომ ბოლომდე ვერ მოასწრო ყველაფრის გაკეთება. გურული ცეკვა „ლელო“, რომელიც გურულ თამაშს,  ლელო-ბურთს უკავშირდება, არაა სათანადოდ ცნობილი და დამუშავება სჭირდება.

_ გასული საუკუნის შუა პერიოდში, ჩოხატაურში მჯობნის მჯობი ლელობურთელები ჰყავდათ.  ერთხელ იქ ტარდებოდა ქორეოგრაფიული ანსამბლების გამოსვლა და რაიკომის მდივანს უკითხავს,  ამ  „ვა, ჰეეს“ რომ     სიმღერით იძახიან, ეს რა არისო. უპასუხიათ, ეს ლელო-ბურთის თამაშის პროცესში, ერთ-ერთი შეძახილიაო. ჰოდა,    აიყვანეთ სცენაზე სამიოდე მობურთავე , შეასრულონ თამაშის  ილეთი და ცეკვა გამოვაო…ამ ამბავს ისე, სახალისოდ ვიხსენებ, თუმცა დასანანია, რომ დღეს არ არის ცეკვა „ლელო“ დამუშავებული.  თუმცა,  ეს შესაძლებელია და  ახალგაზრდებმა უნდა შეძლონ!  ჩვენ მათ მხოლოდ სისწორე, სიმართლე უნდა გადავცეთ! ინგლისელები ჩვენთან რომ ჩამოდიოდნენ, ფეხბურთს გვასწავლიდნენ.  ჩვენები ლელო-ბურთის თამაშს ასწავლიდნენ.  რაგბი რა არის? ახლა რომ ამბობენ, ინგლისური თამაშიაო. თუ არ მოუარე შენსას, დაეპატრონება სხვა. ამიტომ წამით არ შეიძლება არცერთ საქმეში თვალის მოხუჭვა, _ გვეუბნება ბატონი  ვაჟა.

ხელოვანი იხსენებს ასევე გურულ ცეკვას „მხედრები“, რომელიც მისივე თქმით,  ერთხელ დაუდგამს კიდეც ნინო რამიშვილს.

_ ამ ცეკვის შინაარსში დევს გურული მოჯირითეების ცნება. ერთხელ ცეკვა „ჯირითიც“ გაუკეთებია, თუმცა  ცალკეულ ეპიზოდებში, მუსიკა სხვაობას იძლეოდა  და  ამას დახვეწა სჭირდებოდა. ესეც მომავალმა თაობებმა უნდა გააკეთონ, _ გვიზიარებს თავის მოსაზრებას და დასასრულს კიდე ერთ   გამორჩეულ ეპიზოდს იხსენებს განვლილი ქორეოგრაფიული ცხოვრებიდან:

_ ვდგამდით ცეკვა „საფუნდრუკოს“. გიორგი სალუქვაძემ დაგვავალა , გვევარჯიშა ცერებზე დგომაში. დაგვირიგეს ჩუსტები. ოზურგეთის რაიონულ ანსამბლში ცეკვავდა თანდულა ნაცვალაძე, ცეცხლს ანთებდა სცენაზე. საუცხოოდ დგებოდა ცერებზე. ერთხელ პიანინოზე შედგა, გადმოხტა და უპრობლემოდ დადგა ცერებზე. ვერავინ გაეჯიბრებოდა ვაგლახად. ანსამბლში იყო ერთი ჭიათურელი ბიჭი, გვარი არც მახსოვს. თურმე შინ მუდამ ვარჯიშობდა. ყველას რომ წყნარი, მორიდებული და შედარებით  საშუალო მცოდნე, მოულოდნელად თქვა, მხრებზე დავიყენებ ერთ მოცეკვავეს და ისე შემოვიარ ცერებით დარბაზსო. თქმა და  შესრულება ერთი იყო. სწორედ ეს ილეთი აღფრთოვანებულმა გიორგი  სალუქვაძემ შეიტანა „საფუნდრუკოს“ დასკვნით ეპიზოდში. აი, ასეთი გარემო იყო, ასეთი ხალხი გვყავდა. მინდა, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდეს და ამისთვის საჭიროა, ახალგაზრდებს ყველაფერი სწორად, სიმართლით გადავცეთ. თუ გვინდა, რომ გურული ცეკვები  კიდევ უფრო დაიხვეწოს, აღდგეს  და ქართულ ქორეოგრაფიაში ეკავოს საპატიო, გამორჩეული ნიშა,  _ მუდარას ჰგავს ბატონი ვაჟას საუბარი.

საუბრის დასასრულს კვლავ იმეორებს, რომ ერთი  დღითაც რომ შეაწყვეტინოს ვინმემ ცეკვაზე ფიქრი და საუბარი, იმ წუთს სუნთქვა შეუჩერდება!

_ ბავშვს, სცენაზე რომ გამოდის და ქართველი კაცის და ქალის რაობას  განასახიერებს, გულიანი, ძლიერი ტაში უნდა დაუკრა!  ისინი აგრძელებენ ქართული ქორეოგრაფიის სიცოცხლეს, რაც ჩვენი ერის მთავარი შიგნეული ნაწილია!  _  ცრემლი ერევა  დიდ ხელოვანს.

როგორც დასაწყისში ვთქვით, შეუძლებელია ერთ წიგნში (მით უფრო სტატიაში) ჩატიო ვაჟა ახვლედიანის დიდი შემოქმედებითი მოღვაწეობის ამბავი, მისი ადამიანურობის შეუდარებლობა. თუმცა, ერთი ამოსუნთქვით და კალმის მოსმით, ის კი არის  შესაძლებელი,  ვუთხრათ მას გულიანი მადლობა, მდაბლად  დავუხაროთ თავი და ვუსურვოთ კვლავ  ჯანმრთელობა. წინ ხომ მის  80 წლის იუბილე გველოდება, რასაც  საკადრისად მიულოცავს  მშობლიური გურია.

[sexy_author_bio]

ვაჟა ახვლედიანი
გაზიარება29Tweet18Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

დადგენილება: ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

14:42; 29 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ჩემთან თუ 15-20 ლარით ნაკლებს არ დახარჯავთ, ვიდრე სუპერმარკეტში, ამ მაღაზიას ვაჩუქებ თქვენს რედაქციას”

13:39; 29 იანვარი, 2026
საზოგადოება

ლანჩხუთის სოფლები ბუნებრივი აირის მოლოდინში

13:36; 29 იანვარი, 2026
საზოგადოება

“განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება დასავლეთ საქართველოში” _ კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ

10:01; 29 იანვარი, 2026
საზოგადოება

20 წელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან

21:17; 28 იანვარი, 2026

ოქტომბრიდან აღდგება სწავლა 330 სკოლაში

აშშ-ში კორონავირუსის მუ შტამი გავრცელდა

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურამ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ბრალდება წარუდგინა

17:38; 29.01.2026
სამართალი

“თაღლითურად დაეუფლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 19 090 ლარს” _ საგანგებო ბრიფინგი სუს-ში

14:44; 29.01.2026
საზოგადოება

დადგენილება: ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

14:42; 29.01.2026
პოლიტიკა

“მეწარმე იურიდიული პირი მეწარმე სუბიექტი უნდა იყოს, ხოლო პოლიტიკა პარტიამ აკეთოს”

14:35; 29.01.2026
მსოფლიო

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

13:57; 29.01.2026
სამართალი

სისტემატურად აუპატიურებდა ოჯახის წევრს _ დაკავებულია 19 წლის ბიჭი

13:50; 29.01.2026
საზოგადოება

“ჩემთან თუ 15-20 ლარით ნაკლებს არ დახარჯავთ, ვიდრე სუპერმარკეტში, ამ მაღაზიას ვაჩუქებ თქვენს რედაქციას”

13:39; 29.01.2026
საზოგადოება

ლანჩხუთის სოფლები ბუნებრივი აირის მოლოდინში

13:36; 29.01.2026
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას – გამოსავალი არის დიალოგი და ლაპარაკი, რაც არ უნდა მძიმე იყოს!

13:32; 29.01.2026
პოლიტიკა

დავით შარაშიძეს, რომელიც პოლიციელის ცემაშია ბრალდებული, უფლებამოსილება შეუჩერეს

12:34; 29.01.2026
სამართალი

დააკავეს თუ არა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის ინციდენტში მონაწილე პირები

12:26; 29.01.2026
სამართალი

ჩოხატაურის მერის პირველი მოადგილის მამა დააკავეს

11:56; 29.01.2026
საზოგადოება

“განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება დასავლეთ საქართველოში” _ კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ

10:01; 29.01.2026
ზაფრანი

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვიცით, რომ რუსები ახალი თავდასხმისთვის ემზადებიან

9:49; 29.01.2026
ზაფრანი

რა ასაკში გამდიდრდებით

9:35; 29.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო