გამომცემლობის ცნობით, ჩ-მ მოტოციკლეტით მოძრაობისას საჭე ვერ დაიმორჩილა და ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელს შეასკდა. მიუხედავად იმისა, რომ ის უსაფრთხოების ჩაფხუტით სარგებლობდა, მიყენებული ჭრილობები საკმაოდ მძიმეა და ამ დროისათვის მას გადაუდებელი რეანიმაციული ღონისძიებები უტარდება.
ქართველი ახალგაზრდა მარმარისში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და მოტოციკლით ქალაქის დისკოთეკაზე გასართობად მიემართებოდა.