ინფორმაციას ამის შესახებ ესპანურენოვანი ბრაზილიური ინტერნეტ გამოცემა www.atribuna.com.br-ი ამ წუთებში ავრცელებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეს სასამართლო სხდომის დასრულებისთანავე, პასპორტი დაუბრუნეს და იგი ვალდებულია, ბრაზილიის ტერიტორია ერთი კვირის ვადაში დატოვოს. პასპორტები დაუბრუნდათ თურქეთის ოთხ მოქალაქესაც.
გამოცემა აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს მეზღვაურთა ადვოკატიც.
მეზღვაურები ბრაზილიაში ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრზე წამებასა და თავდასხმაში იყვნენ ეჭვმიტანილები, რა დროსაც ქართველი მეზღვაური დაიღუპა.