შეხვედრას ბათუმის შერატონში 200-მდე ბიზნესმენი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ფინანსთა მინისტრი და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
ხადურის განცხადებით, ქვეყნის ბევრ სოფელში ტრაქტორი სამუზეუმო ექსპონატად იქცა. მან ბიზნესმენებს დახმარება აღუთქვა და საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ ამცნო. ფინანსთა მინისტრმა ასევე, ჯარიმების შემცირების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯარიმების მოცულობა უნდა შემცირდეს: “ჯარიმები უნდა შემცირდეს. ასევე უნდა შემცირდეს სასამართლო ბაჟის ოდენობა, რომელიც რიგ შემთხვევაში იმდენად მაღალია, რომ ხშირ შემთხვევაში მეწარმეს არ შეუძლია მიმართოს სასამართლოს,” _ განაცხადა ხადურმა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ბიზნესმენების შეკითხვებსაც უპასუხა.