საინტერესო ფაქტორი ისაა, რომ ამ შენობაში საშვის გარეშე არავის უშვებენ.
ლიკა ღლონტი: ეს მოხდა დაახლოებით 13:00 საათიდან 14:00 საათამდე. იყო სამსახურის ნოუთბუკი. არ იყო შუქი, გავედი სამსახურიდან, მოვედი და აღარ დამხვდა. ისე ძალიან გასაკვირია.
გუბერნატორის მოადგილე პაატა მანჯგალაძე „გურია ნიუსთან“ აცხადებს:
_ ვერაფერს ვერ გეტყვით, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, როგორ მოახერხა აქ შემოღწევა და ვინ იყო, ამაზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს.
_ მოეთხოვება თუ არა პასუხი დაცვას, რომელიც აკონტროლებს საშვთა სისტემას?
_ ვერ დაგეთანხმები მაგაში. ერთი ვიცი, რომ ამ შენობას მხოლოდ ერთი შესასვლელი და გამოსასვლელი არ აქვს. უნდა დადგინდეს, საიდან და როგორ მოხდა ქურდის შემოსვლა .
გურიის გუბერნატორის ვალერი ჩიტაიშვილის თქმით, საშვთა სისტემა არ ნიშნავს, იმას, რომ იყო ყველაფრისგან დაზღევული.
გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოლიცია საქმის კურსშია და გამოძიება მიმდინარეობს.