ამ დროს “გურია ნიუსი” ქალაქის მერიის შენობასთან იმყოფებოდა. მანქანიდან ერთი მამაკაცი გადმოვიდა წიგნაკით ხელში. რამდენიმე წუთში, მას მეორე მამაკაცი შეუერთდა. ორივე მათაგანი მერიის შენობაში შევიდა. დაცვის 10-მდე თანამშრომელმა ისინი შენობაში უპრობლემოდ შეუშვა.
“გურია ნიუსის” კითხვა, _ იყვნენ თუ არა ისინი პროკურატურის თანამშრომლები, მათ უპასუხოდ დატოვეს. მძღოლმა, რომელმაც ერთ-ერთი მათგანი უგულავას უწყებაში მოიყვანა, გვითხრა, რომ ისინი სამშენებლო კომპანიიდან არიან და საქმეზე არიან მოსულები. მან სამშენებლო კომპანიის დასახელებისგან თავი შეიკავა.