არაფერს არ აქვეყნებს და არ წერს არავის ჩემს ნაცნობებს, მეგობრებიშიც სულ 23 კაცი ყოლია. ვერ ვხვდები, რაში ჭირდება ვიღაცას ეს ყველაფერი,” _ გვწერდა სოსო ჩიქობავა.
ბოლო პერიოდში, ჩემთან საუბრისას სოსო ჩიქობავა ხშირად საუბრობდა იმაზე, რომ მის თავს უცნაური ამბები ხდებოდა და რამდენჯერმე პირად მეილზე მიუვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ვიღაცა ცდილობდა მისი პაროლის გატეხვას. ცოტა მოგვიანებით კი მოგვწერა, რომ თავისი მეილიც და პირადი “ფეისბუქიც” დაბლოკილი იყო.
” ზუსტად ისეთი სურათი დააყენა ვიღაცამ, როგორიც ჩემია, ეკლესიის ეზოში გადაღებული, რას ცდილობენ, აზრზე არ ვარ” მწერდა სოსო ჩიქობავა.
მისი თქმით, ბოლო დროს თავისი პირად “ფეისბუქზე” ისეთი ადამიანების შეტყობინებები ხვდებოდა, რომელთანაც არასდროს არაფერი ჰქონდა მიწერილი.