როგორც ოფისის ერთ-ერთ თანამშრომელი ლევან ჩხაიძე განმარტავს, 38 კოორდინატორსა და ქვეკოორდინატორებს, რომელთა რაოდენობაც 295 ადამიანს შეადგენდა, აგრეთვე იმ კოორდინატორებს, რომლებიც მოგვიანებით დაემატათ, სულ 96 კაცს დაურიგდათ კუთვნილი ხელფასის ნახევარი – 150 ლარი. ხელფასები არ მიუღიათ “კარდაკარის” პროგრამით დასაქმებულ პირებს. რა არის ამის მიზეზი, ვერც ლევან ჩხაიძე და ვერც ოფისის სხვა წარმომადგენლები ვერ განმარტავენ.
“კუთვნილი ანაზღაურება ვერ მიიღეს “კარდაკარის” თანამშრომლებმა; მითუმეტეს, ისინი სხვებთან შედარებით უფრო ცუდ დღეში არიან; მათ ბანკში სახელფასე ბარათები აქვთ გახსნილი, რომლებზეც ყოველთვიურად პროცენტები ერიცხებათ. რატომ არ მოხდა მათი დავალიანებების დაფარვა, ამის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს. ხელფასები არ მიუღიათ არც ოფისის თანამშრომლებს, რომლებმაც უდიდესი შრომა გასწიეს წინასაარჩევნოდ და არც ზონების კოორდინატორებს. ჭორის დონეზე ვიცით, რომ კიდევ მოხდება დარჩენილი თანხების გაცემა. რაც გაიცა ამ ეტაპზე, ისიც არასრულყოფილად,” – ამბობს ლევან ჩხაიძე.
თანხების არასრულად გაცემის გამო, გუშინ, კოალიციის ოფისთან უკმაყოფილო ხალხი შეიკრიბა და პროტესტი გამოხატა. დეპუტატი შეეცადა დაძაბული სიტუაციის დარეგულირებას და დაპირდა შეკრებილებს, რომ დარჩენილი დავალიანების დაფარვა უახლოეს მომავალში მოხდება.





























































